“სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს” – ბიბილოვი

რუსეთში ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი ანატოლი ბიბილოვი შეხვდნენ. შეხვედრის დროს ბიბილოვმა თქვა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს.

დე-ფაქტო ცხინვალის სააგენტო „რესი“ წერს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოსეთის გაყოფას, რა დროსაც ბიბილოვმა თქვა, რომ სამხრეთ ოსეთი არასდროს გასულა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან და ის დარწმუნებულია იმაში, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა იყოს.