“რამზან ახიადოვი თბილისი-მოსკოვი სიკვდილის გზა”, “რუსეთი კლავს! “ოცნება” კლავს!”, – ამ ლოზუნგებით იუსტიციის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა “ევროპული საქართველოს” ლიდერ ელენე ხოშტარიასთან ერთად, რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებს სიმბოლურად ხელები ერთმანეთზე შავი ლენტით ჰქონდათ მიბმული და თვალებზე შავი ნაჭერი ჰქონდათ აკრული.
დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეფასებით, ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებით, სახელმწიფომ პრორუსული ნაბიჯი გადადგა.
“რამზან ახიადოვის საქმე არის ადამიანური ტრაგედია. არ ვიცი, ჩვენ როგორ უნდა მოვისვენოთ, როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი რაღაც ხდება. დღეს თითქმის გარანტირებულად უნდა ითქვას, რომ დღეს ეს ადამიანი არის წამების ქვეშ. გარდა ამისა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი. სახელმწიფო ჩვენს ნაცვლად იძახის, რომ ენდობა რუსეთის პროკურატურას. ამავე საქმეზე, ჩვენმა სახელმწიფომ თქვა, რომ არ ირღვევა ადამიანის უფლებები. პრაქტიკუულად ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, პრორუსული ნაბიჯი და კოლაბორაციონიზმი რუსეთთან”, – განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი გადასცა.
ახიადოვს რუსეთი ტერორისტულ დანაშაულში სდებს ბრალს და ინტერპოლით ეძებდა. ახიადოვი საქართველოში ოჯახთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ახიადოვი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
{{PHOTOGALLERY}}