სამოქალაქო პროტესტის 1 თვე- პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

“31:0 სირცხვილია” – პარლამენტის მიმდებარე ტრიტორიაზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია უკვე ზუსტად 1 თვეა მიმდინარეობს . მოქალაქეები  პროტესტს  სხვადასხვა ფორმით 20 ივნისის ღამის შემდეგ გამოხატავენ. აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნად ისევ შს მინისტრის გადადგომა რჩება. 

აქციების ორგანიზატორები მოქალაქეებს პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ:

“1 თვის წინ, რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, ჩვენს პარლამენტში სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან უძღვებოდა.

1 თვის წინ, შს მინისტრმა, გიორგი გახარია, მთავრობის უმოქმედობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსული ადამიანების დარბევის ბრძანება გასცა. შედეგად, მივიღეთ დასახიჩრებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, მედიის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებსაც სახლამდე სდიეს, სახეში აფურთხეს, მიჯრით ესროლეს და სცემეს.

1 თვის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ, შს მინისტრ, გიორგი გახარიას ბრძანებით, გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წესის დარღვევითა და არაპროპორციული ძალის გამოყენებით, ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები დაუშინია თავის მოქალაქეებს, მათ შორის, 18 წლის მაკო გომურსაც, რომელმაც, სამწუხაროდ, თვალი დაკარგა.

1 თვეა, რაც სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში, ადამიანები სხვადასხვა ფორმით ითხოვენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ და დატოვოს თანამდებობა.

ბიძინა ივანიშვილი კი თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის თვალის ამომთხრელი მინისტრი გმირი და “მაგარი კაცია”.

“გავრილოვის ღამიდან” ერთი თვის თავზე, გამოდი, თუ თბილისში ხარ, ჩამოდი, თუ არ ხარ, ან გადი იქ, სადაც ხარ! ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი ფორმით, 19:00-დან, გამოდი ქვეყნის სამსახურში!“ –ნათქვამია ორგანიზატორთა მიმართვაში.

{{PHOTOGALLERY}}