“მე ვარ მედდა, მეც მეშინია, მაგრამ არა შოპინგზე წასვლის, არამედ სამსახურში მისვლის.”- ამის შესახებ იტალიელი მედდა ალესია ბონარი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” წერს და საკუთარ ფოტოს აქვეყნებს. კორონავირუსისგან დასაცავად მას მთელი დღის განმავლობაში სახის ნიღბები უკეთია, რის გამოც მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
ალესია ბონარი ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს რათა ამით დაცულები იყვნენ მოწყვლადი ჯგუფები.
“მე ვარ მედდა, მეც მეშინია, მაგრამ არა შოპინგზე წასვლის, არამედ სამსახურში მისვლის. მეშინია, რომ ნიღაბი არ მიმეკრობა სახეზე სათანადოდ, ან შემთხვევით შევეხები დაბინძურებული ხელთათმანით სახეს, ან ლინზები არ დამიფარავს თვალებს და რაღაც შეაღწევს. ფიზიკურად დავიღალე, რადგან დამცავ ხალათში ძალიან მცხელა, და ერთხელ თუ ჩავიცვი – შემდეგი 6 საათის განმავლობაში ვერც აბაზანაში შევდივარ და არც წყლის დალევის საშუალება მაქვს. ფსიქოლოგიურად დაღლილი ვარ, ისევე როგორც ჩემი კოლეგები, რომლებიც ასეთივე პირობებში მუშაობენ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას. მე გავაგრძელებ პაციენტებზე ზრუნვას, რადგან ვამაყობ ჩემი სამსახურით და მიყვარს ჩემი საქმე.
ყველას, ვინც ამას წაიკითხავს, ვთხოვ, ნუ გააუფასურებთ ჩემს ძალისხმევას, დარჩით სახლებში და ამით დაიცავით ის, ვინც ყველაზე მოწყვლადია. ჩვენ, ახალგაზრდებს, არ გაგვაჩნია რაიმე განსაკუთრებული იმუნიტეტი ვირუსის მიმართ, ჩვენც შეიძლება გავხდეთ ავად, ან კიდევ უარესი – ჩვენ შეიძლება სხვებს გადავდოთ ავადმყოფობა. ამიტომ მე არ მაქვს იმის საშუალება, წავიდე და ვიჯდე სახლში, კარანტინში. უნდა ვიმუშაო და ვაკეთო ჩემი წილი საქმე. ძალიან გთხოვთ, თქვენ თქვენი წილი აკეთოთ.”