სამტრედიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამტრედიაში, საჯავახოს თემში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ნაპოვნი მამაკაცი, სავარაუდოდ, საჯავახოში 30 ნოემბერს დაკარგული მამაკაცია, რომელსაც თვეზე მეტი ხნის მანძილზე ეძებდნენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.