სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

სამტრედიის გზაზე, საჯავახოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამარშუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, სამარშუტო ტაქსში ფეხბურთელი ბავშვები მგზავრობდნენ, რომლებიც ხულოში თამაშზე მიდიოდნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.