{{ARTICLEIMAGE}}
სადგურ სამტრედია N1-ში, სამუშაოს შესრულებისას სამორიგეო კოშკურიდან საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი, 56 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
პროფკავშირის განცხადებით, მისი შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ.
“რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აღნიშნავს, რომ შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა “საქართველოს რკინიგზა” შარშან შეამოწმა და დარღვევის ბევრი ფაქტი აღმოაჩინა. პროფკავშირი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამოქმედდა;შრომის უსაფრთხოების კანონი,” რომელიც დამსაქმებელს აკისრებს სხვადასხვა ვალდებულებას, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვას. “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში”.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.