“სამწუხაროა, რომ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ”- ივანიშვილი

როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატორი იყო და ამას უმრავლესობა დაეთანხმა.

“ამ შემთხვევაში ჩემგან არ იქნება სწორი გავიმეორო, რომ ეს ხელოვნური ხმაური, რამეთუ სწორედ ჩემგან გაკეთებული განცხადება არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა, თანაც ქართული ოცნების უმრავლესობა ამას დაეთანხმა.ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი. ეს იყო ჩვენგან, ჩვენი კეთილი ნებამ ასე შეიძლება დავარქვათ, იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს. 24 ივნისს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ეს იყო ჩემი ინიციატივა. გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის და არ დავლოდებოდით 2024-ს. რომელიც ჩვენი გუნდის მხარდაჭერით და ნიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში.

განცხადება გავაკეთეთ, დამოკიდებულება მაჟორიტარების ზოგადად გუნდში თავშივე იყო ცნობილი, როდესაც ახალ კონსტიტუციას ვიღებდით. მაგრამ მოვახერხეთ კონსენსუსის მიღება. სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ, რა თქმა უნდა დაზიანდა გუნდი. მე ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის საკუთარ სიტყვებს არამარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი თუ ადამიანი განიცდის, როცა ის ამბობს და ვერ აკეთებს” – ამბობს ივანიშვილი “იმედის” ეთერში.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში ორჯერ პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.