სანამ განცხადებას გავაკეთებთ, გვევალება სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი – წულუკიანი ხაზარაძეზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი თვლის, რომ ხაზარაძის ხმაურიანმა განცხადებამ მამუკა ხაზარაძეს კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა.
“ამ განცხადებას მე შევხვდი ღიმილით, რადგან მახსოვს წარსულში, პოლიტიზირებული მოსმართლის ბატონი გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოს მე მას ვემუქრებოდი, და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის სახლთან მომუშავე მემწვანილე ემუქრებოდა. ეს გამახსენდა, გამეღმა და მერე კიდევ უფრო გამეღიმა, რომ მას არ აქვს წერილი, რაღაც ნაბეჭდი მოიტანა. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა განცხადება კეთდება, საჭიროა შესწავლა, რეაგირება, მაგრამ სანამ განცხადებას გავაკეთებთ, გევვალება, რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი” – აცხადებს წულუკიანი.
{{VIDEO}}