სანაპიროზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე  ორი მანქანის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია ავტომანქანის წინა ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ და მეხანძრე–მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს.