„ოდიში ნიუსის“ ინფორმაციით, ზუგდიდის 81-ე უბანთან „კრიმინალური ავტორიტეტები“ გადაადგილდებოდნენ. მათი გადაადგილება მედიასაშუალებებმა დააფიქსირეს. ისინი უბნის შიდა ტერიტორიაზე მოძრაობენ და ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ. აღნიშნული პირები ჟურნალისტების შეკითხვებზე გაღიზიანდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.