კიდევ ერთი ინციდენტი ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა რა დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი მათი მიმართულებით შევარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „მოვიდა მერსედესი და ძალიან დიდი სისწრაფით უნდოდა ხალხში შესვლა. ხედავთ რამდენი ბავშვი დგას აქ? რომელიმე ბავშვს თმაც, რომ ჩამოუვარდეს, ხომ გესმით მე რა დღეში ჩავვარდები? რა უხერხულში? რამხელა პასუხისმგებლობაა ხო,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა
თუმცა ადგილობრივები ამბობენ რომ ავტომობილში “ოცნების” აქტივისტები ისხდნენ და მათი მიზანი დაპირისპირების პროვოცირება იყო.