ზუგდიდში მცხოვრებ ქალთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი თბილისში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
“გაერთიანებული ოპოზიციის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა სამეგრელოს რეგიონში ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით სერვისების ხელმისაწვდომობაა.
სანდრა რულოვსის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქალთა უფლებების დაცვასა და რეგიონში შესაბამისი სერვისების მიწოდებას მისი მხრიდან დიდი ყურადღება დაეთმობა.