სანდრა რულოვსმა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია ზუგდიდში გაიარა- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება “ოდიში” ავრცელებს.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ზუგდიდის იუსტიციის სახლში იმყოფებოდა.
.,,ჩამოვედი და უკვე ვიცხოვრებ აქ, რომ დავეხმარო ზუგდიდელებს და ერთად გადავჭრათ პრობლები. ვიქნები ჩემს ზუგდიდელებთან ერთად,,- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში მერობის კანდიდატს ოფიციალურად 7 აპრილს წარადგენს.