“გაერთიანებული ოპოზიციის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის საკრებულოში მივიდა.
სანდრა რულოვსის თქმით, სხდომაზე მას შეკითხვები ბიუჯეტის შესახებ ჰქონდა.
მერის რიგგარეშე არჩევნების გამო, რომელიც 19 მაისს გაიმართება, სანდრა რულოვსი საცხოვრებლად ზუგდიდში დარეგისტრირდა.
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა საკრებულოს სხდომა დასრულებამდე რამდენიმე ხნით ადრე დატოვა. „მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკრებულოს წევრებს უნდოდათ ჩემთვის ეჩვენებინათ, რომ ზუგდიდში ყველაფერი კარგად არის და მე აქ ვარ ზედმეტი“ -განაცხადა რულოვსმა.
სანდრა რულოვსმა დევნილების ბინებით უზრუნველყოფის დაპირება გასცა.
“ჩვენი მთავრობის პირობებში უკვე ყველა დევნილი იქნებოდა ბინით უზრუნველყოფილი. ყველა სოფელში წყალი, გაზიფიკაცია იქნებოდა. მაგრამ დღეს ჭიანურდება, რადგან არის სხვა, კორუფციული ინტერესები. საარჩევნო კამპანიის დროს მე ყველა წერტილს გაჩვენებთ, სადაც გაქრა ფული, სადაც წლების მანძილზე შეიძლებოდა საქმის გაკეთება“ – განაცხადა რულოვსმა.