სანდრა რულოვსი რომელიც ზუგდიდის მერობის კანდიდატია დღეს უფასო სასადილოს ეწვია და ბენეფიციარებს შეხვდა. როგორც ისინი ამბობენ კვირა დღეს უფასო სასადილო არ მუშაოს , ასევე ვერ ხერხდება რომ უფასო კვებით გაჭირვებული ოჯახის ყველა წევრმა ისარგებლოს. სანდრა რულოვსის თქმით, აუცილებელია უფასო სასადილოების დაფინანსების გაზრდა 200 ათასამდე, ასევე ბენეფიციართა წრის გაფართოება.
„250 ბენეფიციარი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. აქ შედის ვეტერანები, შედის დაუცველი ფენა – პენსიონერი ან მრავალშვილიანი ან სადაც ცხოვრობს შშმ პირი. თან კიდევ რა არის, ყველა ოჯახის წევრს კი არ აძლევენ პორციებს, მაგალითად, 5-სულიან ოჯახს აძლევენ 2 პორციას ან 3 პორციას. ეს უნდა გამოვასწორო აუცილებლად და ამიტომ ეს პროგრამა, რომელიც დღესდღეობით ივნისამდე 160 ათასი ლარით არის შემოფარგლული, უნდა გაზარდოს უდაოდ,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.