“ქართული მარში” თბილისში გეიმარშის, ჩატარებას არ დაუშვებს. ამის შესახებ ორგანიზაციის ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს.
” ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, არაერთხელ გავაფრთხილეთ “სოროსის ფონდი”, არაერთხელ გავაფრთხილეთ “გეი ორგანიზაციები”, რომ ნუ აწყობენ პროვოკაციებს და ნუ ცდილობენ, გარყვნილების პროპაგანდა მასობრივი გახადონ და საქართველოს მოსახლეობას თავს მოახვიონ თავიანთი გარყვნილი იდეები და იდეალები”, ამბობს სანდრო ბრეგაძე ვიდეოჩანაწერში, რომელსაც სოციალურ ქსელში მისივე გვერდზე აქვეყნებს.
ბრეგაძის თქმით, მიმდინარე პროცესები იმის შედეგია, რომ ხელისუფლება და კერძოდ შს მინისტრი ლობირებს გეიორგანიზაციებს, პარალელურად კი “ქართულ მარშს” ავიწროებენ.
“იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები იზრუნებენ ორგანიზატორთა უსაფრთხოებაზე “ისევე მოგეპყრობით როგორც ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეებს. არ გვეშინია არც თქვენი ნიღბიანების და არც თქვენი სპეცრაზმის”,მიმართავს სანდრო ბრეგაძე მინისტრს.