სანქტ-პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი მოკლეს

 

რუსეთში  ლგბტ აქტივისტი, ელენა გრიგორიევა მოკლეს. ცხედარი   ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მისი სახლის მახლობლად, ბუჩქებში ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. გარდაცვლილს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და  ასევე ეტყობა გაგუდვის კვალი.

რუსული გამოცემის ინფორმაციით, აქტივისტი სანქტ-პეტერბურგში ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში,  მათ შორის ომის საწინააღმდეგო, ანტისამთავრობო მიტინგებში და დემოკრატიულ აქტივობებში იღებდა მონაწილეობას. 

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, გრიგორიევას ბოლო დროს ხშირად ემუქრებოდნენ მოკვლით. მუქარების გამო ქალს და მის ადვოკატს სამართალდამცველებისთვის არაერთხელ მიუმართავთ.