„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოპოზიციის ერთობას ირონიულად აფასებს და აცხადებს, რომ გაერთიანების წევრები ძალიან გვანან ერთმანეთს.
„საოცარი გაერთიანებაა… ზოგჯერ, რომ ხედავ იმდენად გვანან ერთმანეთს ისე ერთნაირი ხასიათი აქვთ, რომ გაოცდები, რის საფუძველზე არიან გაერთიანებულნი. არ მინდა დავამძიმო, მაგრამ რაღაც საერთო აქვთ. თუ ნახავთ მაგათი მართვის დროს თუ გავიხსენებთ 9 წელიწადს, რას უშვრებოდნენ ხალხს, რას უშვრებოდნენ ქვეყანას. დღეს იგივე ხალხი გამოდის და სამართლიანობას ითხოვს.. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში პროპორციული არჩევნები გვინდაო, სამართლიანი არჩევნები გვინდაო. 9 წელიწადი თვითონ პროპორციულის საწინააღმდეგოდ ითხოვდნენ ყველაფერს“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.