საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი-მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, რომელიც თბილისში არ გადმოუშვეს, ცხინვალამდე გზაში გარდაიცვალა

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი-ცხინვალის საავადმყოფოში ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა.

70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს.

ერთადერთი რეანომობილი კი რომელიც ოკუპირებულ ცხინვალშია, ახალგორში პაციენტის დასახმარებლად დაგვიანებით ჩავიდა.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ახალგორის მცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა, რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ.