საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმას 29,2%, გაერთიანებული ოპოზიციას – 22% მისცემდა – “იპსოსის” კვლევის შედეგები

ტელეკომპანია “რუსთავი 2” საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევების მიხედვით, შეკითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, ალოკაციის გათვალისწინებით, მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

“ქართული ოცნება” – ბიძინა ივანიშვილი 29,2%

“გაერთიანებული ოპოზიცია” – 22%

“ევროპული საქართველო” 10,4

“ლეიბორისტული პარტია” – 4,9

“პატრიოტთა ალიანსი” 4,7.

ალოკაცია არის ხმის დათვლის ისეთი საშუალება, როდესაც რესპოდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას.

კვლევა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დაკვეთით   IPSOS-მა  მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით  ჩაატარა. კვლევისთვის 
შემთხვევითი შერჩევის მეთოდით  1 540 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.

IPSOS 1975 წელს დაარსდა  და წარმომადგენლობა  87 ქვეყანაში აქვს. საერთო ჯამში, კომპანიას  16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.