საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაპირისპირება  ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მინისტრი გახარია კრიმინალებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

“უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან. როგორ ბედავთ თქმას, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას? უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებს და თქვენ ხართ ასეთი ადამიანი“, – მიმართა ნიკა მელიამ შინაგან საქმეთამინისტრს.