{{ARTICLEIMAGE}}
მმართველმა გუნდმა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებზე შეჯერება შეძლო. როგორც საპარლამნეტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმ კანდიდატებზე იმსჯელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა. სამუშაო ჯგუფში კი, რომელმაც სწორედ ეს კრიტერიუმები უნდა შიმუშავოს, დაინტერესებული მხარეები იქნებიან ჩართული და შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებასაც ექნება. შეხვედრით ნაწილობრივ კმაყოფილია ეკა ბესელია, მისი თქმით, მოსაზრებების გაცვლის პროცესში ბევრ საკითხზე გუნდში მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა მაგრამ დარჩა პრინციპული საკითხები, რაზეც მომავალშიც გაგრძელდება მსჯელობა. “ქართული ცონების” ოფსიში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრებთან კონსულტაციების მორიგი რაუნდი დღეს ხანგრძლივი აღმოჩნდა და 7 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
“შედეგიანი შეხვედრა იყო, გუნდი შეჯერდა ამოსავალ პრინციპებზე და უმრავლესობა მზად არის, სამუშაო ჯგუფის მონაწილე გახდეს ისე, რომ შეიმუშაოს ეფექტური რეგულაციები, სადაც კრიტერიუმებზე იქნება საუბარი. რაც შეეხება პრინციპებს, სამუშაო ჯგუფი იქნება საკმაოდ მონაწილეობითი, სამოქალაქო საზოგადოებასაც აქვს შეთავაზება და მათ აქვთ სურვილი, რომ ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდეთ. ასევე ვიმსჯელეთ, რომ ოპოზიციური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულნი და თქვენ ნახავთ მათ წარმომადგენლობას. სხვა პრინციპები კი ასეთია:იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მოემსსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას და კეთილსინდისიერი მოსამართლეების დანიშვნას უზენაეს სასამართლოში”,განაცხადა თალაკვაძემ.














