საპატრიარქო: დეკანოზის ძმამ საპატრიარქოდან მის ეზომდე ვერ გამოიტანა ამბავი

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე მსჯავრდებული დეკანოზის წერილზე აკეთებს კომენტარს. დეკანოზი იმედოვნებს, რომ გიორგი მამალაძე ამ წერილს გაასაჯაროებს. როგორც ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, წერილში არაფერია ნათქვამი ბიზნესინტერესებსა და კორუფციაზე. დეკანოზის ინფორმაციით, ამ წერილში არც პატრიარქის დაზეა საუბარი.
“მიზანია, რომ ასეთი ბუნდოვანი განცხადებით გაამძაფროს ვითარება და ცეცხლზე ნავთი დაასხას იმ მოვლენებს, რომელიც საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარეობს”, თქვა “ტვპირველის” ეთერში.
მისივე თქმით, მრავალი შემთხვევის გახსენება შეიძლება, როდესაც საპატრიარქოს მიმართ დაუკონკრეტებელი და ბუნდოვანი ბრალდებები ისმის. 

“ინტრიგაა ასეთი ფაბულით, რომ თუ რამეს არ შემისრულებთ, წერილს გამოვაქვეყნებ – ასეთი ენით საუბარი მიმდინარეობს უკვე ორი წელია”,ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე. 

“მამა გიორგი მამალაძე არ ეთანხმება პროტესტის იმ ფორმას, რასაც მისი ძმა მიმართავს. ეს თავადაც თქვა მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემ. რამდენიმე მკვეთრი შემთხვევა იყო, როდესაც თორნიკემ საპატრიარქოდან მის ეზომდე ვერ გამოიტანა ზუსტი ამბავი”, განაცხადა ჯაღმაიძემ.