“სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.
ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს.“
პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, რომლის მიხედვით უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვით მღველმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. პროექტი ეხება ყველა კონფესიას, თუმცა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე ვერ გავრცელდება, რადგან მათ კონკორდატი სამხედრო სამსახურისგან კვლავ დაიცავს. პროექტს კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა რელიგიური კონფესიების მხრიდან.