მეუფე ანტონი, რომელიც დღეს მსჯავრდებულ დეკანიოზ გიორგი მამალძესთან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყოფებოდა, აცხადებს, რომ საპატრიარქო მზად არის, მამა გიორგის შეწყალების მოთხოვნით ნაბიჯი გადადგას. ბაღდათის მიტროპოლირტი ირწმუნება, რომ საპატრიარქო მზად არის, პრეზიდენტს მიმართოს მსჯავრებული დეკანოზის შეწყალების მოთხოვნით. „საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ შიგნით, ეს არის შიდა საკითხი და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს თემის ირგვლივ მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები“ – აცხადებს მეუფე ანტონი და დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზს შეიწყალებს.
„მსჯავრდებული თავად იტყვის ყველაფერს, არ მინდა მოვლენებს დავასწრო. მიმაჩნია, რომ ის უდანაშაულოა“- განაცხადა მეუფე ანტონმა გლდანის სასჯელარსრულების დაწესებულებიდა გამოსვლის შემდეგ. მეუფე ანტონმა დღეს დეკანოზთან შეხვედრისას იმ სკანდალურ წერილზეც ისაუბრა, რომელიც გიორგი მამალაძემ 2017 წელს მატროსოვის ციხიდან 4 ეპისკოპოსს გამოუგზავნა. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ წერილის მძიმე მორალურ-ზნეობრივ შინაარსზე საუბრობდა, დღეს კი ამბობს, რომ აჟოტაჟის საფუძველი არ არსებობს და ამ წერილს ეკლესიის შიგნით განიხილავენ.