საპატრიარქო სასამართლოს ციანიდის საქმის გასაჯაროებას თხოვს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მზია თოდუას პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიხეილ ბოტკოველის ხელმოწერით გაეგზავნა წერილი, რომელშიც წერილის ავტორი კათოლიკოს–პატრიარქის კურთხევით უზენაეს სასამართლოს თხოვს ე.წ. ციანიდის საქმის მასალები გაასაჯაროვოს.
“მოგეხსენებათ ე.წ. “ციანიდის საქმეს “ ადევს “გრიფით საიდუმლო“, რაც ზოგიერთ პირვონებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.
მართალია კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება.“ – ნათქვამია წერილში.
საპატრიარქო წერილს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.