საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრიდან ნაოპერაციები მამაკაცი დაიკარგა. 63 წლის თამაზ აივაზოვს მერვე დღეა ეძებენ, მას საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში კუჭის ოპერაცია გაუკეთეს, სამ დღეში კი პაციენტი პალატიდან გაუჩინარდა. აივაზოვის ოჯახი კლინიკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და იმ შემთხვევაში თუ დაკარგული მამაკაცი უახლოეს პერიოდში არ გამოჩნდა, საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
“პაციენტი გაიპარა, ხელში ედგა კათეტერი, ვერ ვპოულობთ. ექიმმაც თქვა, შევედიო და იქ აღარ იყოო. დაცვას ვუთხარი სად წავიდა მეთქი და არ ვიციო”- აცხადებს დაკარგული მამაკაცის ნათესავი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.