შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოში ბიძინა ივანიშვილის გავლენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და საბოლოოდ საპატრიარქოს ის ჩაიგდებს ხელში:
“თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ბრძოლა საპატრიარქო ტახტისათვის სამ ეტაპად წარიმართა. 1. არსებული მემკვიდრის მოცილება. 2. ახალი მემკვიდრე-მოსაყდრის დანიშნვა 3. ზეწოლა გადაყენება/გადადგომის მიზნით.
პირველი ეტაპი ზუსტად ვიცით, რომ ბიძინამ ჩაატარა და მასში პრემიერიდან დაწყებული სუსის აგენტებით დამთავრებული მთელი მთავრობა მონაწილეობდა. მეორე ეტაპიც ვიცით რომ მთავრობამ და ვანო ჩხარტიშვილმა დაგეგმეს და განახორციელეს. და ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ვინც პირველი და მეორე ნაბიჯი დაგეგმა ის დაგეგმავდა მესამესაც.
რადგან ეკლესიამ თავდაცვაზე უარი თქვა, როგორც ჩანს საპატრიარქოსაც ბიძინა ჩაიგდებს ხელს, ოღონდ რუსთავი 2-ის არ იყოს, იმდენად დასუსტებულს, რომ ვეღარ გამოიყენებს.“ – ამბობს უტიაშვილი.














