ამ წუთებში საპატრიარქოში სინოდის წევრები იკრიბებიან. სინოდის სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. მანამდე კი სსსულიერო პირების უმეტესობა კომენტარს არ აკეთებს. როგორც ცნობილი გახდა, სხდომას პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.
„მეუფე იაკობი წმინდა სინოდის წევრია და ის დაესწრება სხდომას. წმინდა სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა. მეუფემ გადაიხადა ფასი, რა აჟიოტაჟიც მოყვა მის განცხადებებს,“ – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომა 1 წელია არ ჩატარებულა. სხდომა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადებები გააკეთა.














