{{ARTICLEIMAGE}}
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან კარვებს შლიან. ისინი მსჯავრდებული დეკანოზის ზიარებას მოითხოვენ და ამასთანავე ამბობენ, რომ დეკანოზი უკანონო პატიმარია.
გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ დეკანოზს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და უკვე მეორე წელია, ზიარებას უშედეგოდ ითხოვს.
“ორი წელია, ზიარებას ელოდება. მამა გიორგის სულიერი ძალა ჭირდება – ეს არის მისი ზიარება”,ამბობს მიხეილ რამიშვილის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი.
საპატრიარქოს პოზიცია ჯერ უცნობია.
დეკანოზ გიორგი მამალაძე, რომელსაც 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ”ციანიდის საქმეზე” 2017 წლის 13 თებერვალს დააკავეს.