საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის პიკეტირება არ მოახდინონ

ვინც არ დაემორჩილება კანონიერ მოთხოვნას და მოახდენს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას, მათ მიმართ კანონის ნორმები გატარდება, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ პარლამენტის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან განაცხადა, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები შესასვლელის პიკეტირებას ახდენდნენ. 

საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი.