2 კრიტიკული და მწვავე წერილი ბრიუსელიდან ია კერზაიას საქმეს და საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება. ევროპარლამენტარების წერილის ადრესატები საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი არიან.
11 გავლენიანი ევროპარლამენტარი, ანა გომეში, რებეკა ჰარმსი, ჟან ლამბერტი, ნატალი გრისბეკი და სხვები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თხოვნით მიმართავენ, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგი გამართოს, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ისინი მოუწოდებენ მთავრობას რომ 2024 წლის მაგივრად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს ამოქმედდეს.
მამუკა ბახტაძის მისამართით გაგზავნილ წერილში პირველი საკითხი კერზაიას საქმეა, რომლელსაც პოლიტიკურ ზეწოლად მოიხსენიებან.
“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების მექანიზმები გამოყენებული იყო პოლიტიკური მიზნებისთვის”-აღნიშნულია წერილში.
„2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩვენების შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც 1991 წლიდან ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკული შეფასებას წარმოადგენს, იდენტიფიცირებულია ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევები. გარდა ამისა, საზოგადოება “სამართლიანი არჩევნები” მიუთითებს ზეწოლისა და შევიწროების შემთხვევებზე, კერძოდ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი ია კერზაიას საქმეზე.
„მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2024 წლამდე გადაავადოს პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება, კრიტიკა მოჰყვა ყველა დაინტერესებული მხარის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მოუწოდა ხელისუფლებას ჩაერთოს დიალოგში 2020 წლისთვის საარჩვენო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისის მისაღწევად.”
“აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ, მოახდინოთ ზემოქმედება საქართველოს ხელისუფლებაზე ოპოზიციასთან ამ მნიშვნელოვანი დიალოგში ჩართვის მიზნით“-ნათქვმია წერილში.