{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მხრიდან სავარაუდო ბიულეტენების ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსების გამო, “ნაციონალური მოძრაობის” განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან” 24 დეკემბერს მიღებულ განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.