საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს (ვიდეო)

გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება 11:00 საათზე დაიწყო.

გასაუბრების პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ვროპული საქართველოს დეპუტატის, ოთარ კახიძის თქმით, ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ შოთაძის დაბრუნება “საზოგადოების დაცინვაა” და ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს.

ქართული ოცნების წევრების განცხადებით, თუ გენერალური პროკურორის კანდიდატად პარლამენტში ირაკლი შოთაძე წარდგება, მას უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

16 იანვარს საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” წარუდგინა.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ხორავას ქუჩის გახმაურებული საქმის გამო, საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ დატოვა. მის გადადგომას ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები მას შემდგომ ითხოვდნენ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩის საქმეზე დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა.