საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს ისევ გაგრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ 19:00 საათისთვის შეიკრიბებიან.
მრავალათასიანი საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა ერთხმად საქართველოს ჰიმნი შეასრულა და კიდევ ერთხელ გააპროტესტა ხელისუფლების მიერ რუსეთის სათათბიროს დეპუტატის მოწვევა. თუმცა პროტესტის მთავარი საკითხი უკვე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გამოყენებული მეთოდები და დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებაა.