“საპროტესტო ტალღით ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი”- “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის შტაბში შეკრებილ ოპოზიციის წევრებსა და მხარდამჭერებს მიმართა, რომ ბრძოლის გაგრძელებისთვის ემზადება.
“გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. ამ საპროტესტო ტალღით – ამას დავარქმევდი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ არის ისევ შესაძლებელი არჩევნებზე საუბარი, ნორმალურ არჩევნებზე.
მინდა, პირველ რიგში, ყველას ვუთხრა მადლობა, ყველა ამომრჩეველს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, კოორდინატორებს, აგიტატორებს, მოხალისეებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს”, – განაცხადა რულოვსმა.