სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 22 კილომეტრში, ღამის 03:30 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან გუშინ, 10 აგვისტოსაც დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა.