„საქართველო-ბელგიის შეხვედრაზე ვუგულშემატკივროთ ბელგიას“ – ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას “სირცხვილიას” სახელით

სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწონებას, რომ 22 თებერვალს ბოიკოტი გამოუცხადონ ქართველ მორაგბეებს და უგულშემატკივრონ მოწინააღმდეგე გუნდს, ბელგიას კატეგორიულად უარყოფენ.

ამასთან დაკავშირებით, „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ინფორმაცია, რომლის გავრცელებაზეც ამ წუთებში იმდენი ფული იხარჯება, ერთ ახალ ბაზას ან რამდენიმე მშიერი ბავშვისთვის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებას რომ ეყოფოდა:

თითქოსდა „სირცხვილია (ან ვინმე) მოუწოდებს ვინმეს ბორჯღალოსნების ბოიკოტირებისკენ, რა თქმა უნდა არის სრული სიცრუე და თუ ვინმე თავისით ვერ ხვდებოდა ამას, ნება მიბოძეთ განვმარტო:

1. რაგბის კავშირის მონაჯმენტი და ქართული რაგბი ერთი და იგივე არ არის

2. და სულ რომ მართლა ჩვენი მორაგბეები დამწკრივებულიყვნენ პატარა დიქტატორის სადიდებლად და მისთვის თქვენ თავად მორკინალო და რაგბი შენი თამაშია ეძახათ, მათ შორის სულ რომ ისეთებიც გამორეულიყვნენ, რომლებიც აქამდე სწორ სამოქალაქო პოზიციებს აფიქსირებდნენ (და ასეთები საბედნიეროდ მრავლად არიან, სრულიად სარაგბო თემის სახელით ლაპარაკს რომ იბრალებს ზოგ-ზოგიერთი) და ახლა ხარკის ნაწილის დაბრუნებისთვის მუხლზე ხოხვით მადლობების ხდა დაეწყოთ:

ნაკრების ბოიკოტირებისა და მოწინააღმდეგის გულშემატკივრობისკენ მოწოდებაზე უფრო არაადეკვატური ერთი პასუხიც კი არ მაფიქრდება“, – წერს ზუკა ბერძენიშვილი.