საქართველო–ინვესტორთა სასაფლაო. ამერიკელი ინვესტორის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას

საქართველო- ინვესტორთა სასაფლაო, რომელიც ბიზნეს-უტოპიის ნიღაბსაა ამოფარებული


ამ სათაურით ქვეყნდება სტატია გამოცემა New Europe–ში, რომლის ავტორი თბილისში მდებარე ამერიკული დეველოპერული კომპანია Iconia Capital LLC-ის გენერალური დირექტორია.სეტ ედვარდ ჩარი ჩამოსულია ჰავაიდან და 2015 წლიდან ცხოვრობს თბილისში, არის ასქართველოში კომპანიის პირველ პროექტის Hippodrome Skytowers-ის კურატორი.

წერილში საქართველოს ბიზნესგარემო, სასამართლო სისტემა და ხელისუფლება უმწვავესად არის გაკრიტიკებული. 4 წლის განმავლობაში, ჩვენი, ამერიკელი ინვესტორების სამშენებლო ბიზნესი გაჩერებული იყო საქართველოში მძლავრი არალეგალური და კორუმპირებული გავლენების გამო. 2015 წელს, ჩვენი პირველი პროექტის ჩაშვებისთანავე, ჩვენ შევეჩეხეთ მცირე, მაგრამ მძლავრ მოწინააღმდეგეთა ჯგუფს. – წერს ამერიკელი ბიზნესმენი.
“ვიდრე კანონის უზენაესობა არ აღდგება, იქნებ, თქვენი საქმე, სადმე, სხვა ადგილას წამოიწყოთ.“ – მიმართავს ბიზნესმენი ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს.

ჩვენ 13 000 კილომეტრი გამოვიარეთ, რათა ინვესტირება მოგვეხდინა საქართველოს მომავლისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად იძულებულები გავხდით 4-წლიანი ომი გვეწარმოებინა ოფიციალური კორუფციის წინააღმდეგ, რათა ჩვენი ბიზნესი გადაგვერჩინა.
4 წელზე მეტია, ჩვენ – Iconia Capital LLC-ს ამერიკელმა ინვესტორებმა, არალეგალური და კორუმპირებული გავლენების გამო საქართველოში ჩვენი სამშენებლო ბიზნესი გავაჩერეთ. თბილისში, ჩვენი პირველი პროექტის დაწყებისთანავე 2015 წელს ჩვენ შევეჩეხეთ მოწინააღმდეგეთა მცირე, მაგრამ მძლავრ ჯგუფს, რომელიც ცდილობდა უკანონოდ დაუფლებოდა ჩვენს მიწის ნაკვეთს.
ეს კონფლიქტი, რომელმაც თითქმის გაანადგურა ჩვენი ინვესტიციები საქართველოში, გამოიწვია ჩვენი მოწინააღმდეგეების ზეწოლამ მერიაზე. 4 წლის მანძილზე ვხედავდით, როგორ გადაიზარდა ეს კონფლიქტი მრავალწლიან წინააღმდეგობაში, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარით, პოლიტიკური ინტრიგებით, შეუსრულებელი დაპირებების გრძელი სიით, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან; ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მხრიდან დაშინებით, ხოლო პარლამენტის ყოფილი წევრის მიერ დევნითა და ძალადობის მუქარით, საკრებულოს წევრის სიცრუითა და ჩვენი საკუთრების უკანონო ექსპროპრიაციით, რამაც საბოლოოდ ჩვენი ბიზნესი გაანადგურა.
საქართველო აშშ-ის მოკავშირე იყო და დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მილიარდობით დოლარი აქვს აღებული ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისგან. საქართველომ 2008 წელს აშშ-სგან სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭრა მიიღო – რუსეთის თავდასხმის გამო. მიუხედავად ამ ურთიერთიობებისა, ისეთმა ამერიკელმა ინვესტორებმა, როგორებიც ჩვენ ვართ, უდიდესი ფინანსური დანაკარგები, ზარალი და მუქარაც კი განიცადეს იმის გამო, რომ ახლანდელ ხელისუფლებას არ სურს დაიცვას ჩვენი უფლებები. უფრო შემაშფოთებელია ხელისუფლების პასუხები ჩვენს მოთხოვნებზე იმის შესახებ, რომ მათ დაეცვათ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ნორმები და შეთანხმებები.
1994 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც საქართველოში მომუშავე ამერიკელ ინვესტორებს გარანტიებს აძლევს. ამ საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, საქართველო ვალდებულია – თუ ხელს არ შუწყობს, სამართლიანად მოეკიდოს ამერიკელ ინვესტორებს, ასევე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და მათი პროექტები. თუ ეს გარანტიები უგულებელყოფილი იქნება საქართველოს მხრიდან, შეთანხმებაში ცალსახადაა გათვალისწინებული საერთაშორისო არბიტრაჟის საშუალებით საქართველოსგან ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნა
ჩვენს შემთხვევაში თავიდან, საქართველომ უარი თქვა შეესრულებინა თავისი ვალდებულებები – დაეცვა ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ინვესტიციები. ჩვენ ვერ ვიპოვეთ სამართალი მათ სასამართლოში და შედეგად, ჩვენი ბიზნესი გაიყინა წლების განმავლობაში, ისე, რომ არც აგვიხსნეს, რა გავაკეთეთ არასწორად და სად დავარღვიეთ კანონი. ვიყავით დისკრიმინირებულები, რადგან ხელისუფლება იცავდა ჩვენს მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც პოლიტიკური კავშირები ქონდათ, არ გვაძლევდა საშუალებას თავი დაგვეცვა მათგან და მათი იურიდიული და ფიზიკური თავდასხმებისგან.

დამანგრეველი ფინანსური ზარალის გამო, ინვესტორებმა, რომლებიც რისკავდნენ თავისი ცხოვრების ფინანსური დანაზოგით – როცა ფულს ასქართველოში დებდნენ და იმედიც არ ქონდათ, რომ ადგილობრივ დონეზე სამართალს იპოვიდნენ, ჩვენ იძულებულები გავხდით გადაგვედგა ბოლო ნაბიჯი თავის დასაცავად. ამიტომ 2018 წლის 5 ნოემბერს ოფიციალურად დავიწყეთ სასამართლო დავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ვაცნობეთ არბიტრაჟის შესახებ – გაეროს საერთაშორისიო ვაჭრობის კომისიის საარბიტრაჟო რეგლამენტის შესაბამისად.

ჩვენ საჩივრით ვითხოვთ სრულ ფინანსურ კომპენსაციას ჩვენი პროექტის ჩაგდების, 4 წლის მანძილზე გაწეული ხარჯებისა და განცდილი დევნის გამო. საქართველო, ერთის მხრივ, აგრძელებს დასავლეთის ფინანსური დახმარების და მხარდაჭრის მიღებას და ამ სახსრებს იყენებს იმ მთავრობის დასაფინანსებლად, რომლის პირობებშიც ხდება ამერიკელი და ევროპელი მეწარმეების განადგურება და რომელიც ატერორებს მათ. უფრო აუტანელი რომ გახადოს არსებული ვითარება, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის დამძიმებას და პოტენციურ ინვესტორებს სამართლიანი და საქმიანი გარემოს ცრუ დაპირებებით კვებავს.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვებით, საქართველო პოზიციონირებს როგორც „კორუფციასთან ბრძოლის ლიდერი“ და „საერთაშორისო ბიზნეს-ჰაბი“. პოლიტიკური თანამდებობის პირების ამ განცახდებების კვალდაკვალ ნაციონალური საინვესტიციო სააგენტო აგრძელებენ ინვესტიციების მოზიდვას დასავლეთიდან, მაგრამ ის ჩუმად არის ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის ჩვენთან დაპირისპირების შემთხვევა. ასეთი შემთხვევები კი საგანგაშოდ ხშირდება.
დაე, ჩვენი ისტორია იყოს გაფრთხილება ამერიკელი ინვესტორებისთვის ან ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოში აპირებენ ინვესტირებას იქამდე, ვიდრე ხელისუფლება და სასამართლოები არ დაამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ საერთაშორისო შეთანხმებების დაცვა. ვიდრე კანონის უზენაესობა არ აღდგება, იქნებ, თქვენი საქმე, სადმე, სხვა ადგილას წამოიწყოთ.