“საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი, ვისაც უნდა სიღარიბეში ცხოვრება, გადაყვეს ივანიშვილს საფლავში “- სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

“დღეს საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი შეადგენს იმდენს რამდენსაც ჩემი მმართველობის დასასრულს, მაგრამ ესეც ტყუილი  მგონია და  უფრო ღარიბები ვართ ვიდრე 2012 წელს. ამას ხომ მოხერხება უნდოდა?! დღეს რო უცხოელს ჰკითხავენ “საქართველო რა არის?”   საქართველო არის ქვეყანა,  რომელიც არის სომხეთზე უფრო ღარიბი და ზამთრის კურორტზე არ არის წყალი. მოახერხა ივანიშვილმა და მისმა ხროვამ რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი ვიდრე ჩვენი მეზობელი.  ვისაც უნდა სიღარიბეში და ტალახში ცხოვრება გადაყვეს ივანიშვილს საფლავში. – განაცხადა სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.