გერმანიის ქალაქ მიუნხენში 2021-ის ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების სია გამოქვეყნდა. საბედნიეროდ, ამ სიაში საქართველოც მოხვდა.
როგორც მოგეხსენებათ, ფიბამ გადაწყვიტა ჩემპიონატის ფორმატი შეცვალოს და სხვადასხვა ჯგუფების შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნებში ჩაატაროს. ზუსტად ამ ფორმატით საქართველო 2021 წლის კონტინენტის პირველობის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. ეს მართლაც დიდი მოვლენაა ქართული კალათბურთის ისტორიისთვის.
თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ კანდიდატი სულ 7 იყო: ბუდაპეშტი, ტალინი და ლიუბლიანა მასპინძლებს შორის ვერ მოხვდნენ.
ტურნირის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავტომატურად მოუტანა ევრობასკეტის საგზური.