ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა მოქალაქეების საბანკო ბარათებით უცნობი პირები ინტერნეტ ტოტალიზატორებში თამაშობენ და თანხებს აგებენ. მოქალაქეებს კი ასეთ შემთხვევებში არაფერი იცავს. ონლაინ მოთამაშეები საბანკო ბარათების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას სხვადასხვა გზით იღებენ. შესაძლოა, ბარათის მონაცემების დამახსოვრება რომელიმე ობიექტში მისი გამოყენებისასაც მოხდეს. ეს პრობლემა სულ უფრო დიდ მაშტაბებს იღებს. ამჯერად ფეისბუქ მომხმარებელი, რუსკა აბუაშვილი დაზარალდა, რომლის ანგარიშიდან ტოტალიზატორში მოთამაშემ მთელი მისი დანაზოგი მოხსნა და წააგო. ამის შესახებ გოგონა ფეისბუქზე წერს:
“საქართველოს ბანკის მომხმარებელი ვარ წლებია, მთელი ცხოვრებაა მათ ვანდობ ჩემ მიერ დაგროვებულ ფულს, რადგან მეგონა, რომ ზოგადად ბანკი უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე სტანდარტული საფულე და სახლში ფულის შენახვა. ასევე წლებია ვაკეთებ დანაზოგს, ყოველთვის ყურადღებით ვხარჯავდი ფულს და ყოველ თვე კონკრეტულ თანხას ვინახავდი, რომ ანაბარზე შემენახა ხოლმე. (თუმცა როდესაც ეს ამბავი მოხდა, გარკვეული საჭიროებების გამო თანხა მიმდინარე ანგარიშზე მქონდა)
წლებია ველოდები მომენტს, როდესაც მე ეს ფული დამჭირდება და სასარგებლოდ გამოვიყენებ.
ასე მოხდა, ჩემი ბარათი გარკვეული მიზეზების გამო მიბმული დარჩენილა აჭარაბეთის ანგარიშზე. ამაზე პასუხისმგებლობას, რა საკვირველია, არავის ვაკისრებ. მივმართე პოლიციას და დიდი იმედი მაქვს, რამეში დამეხმარებიან.
ამა წლის 4 ივლისს, ღამის 5-ის ნახევარზე მეღვიძება, სტანდარტულად ვამოწმებ მობილურს და ვხედავ, რომ უდიდესი თანხები (მთელი ჩემი დანაზოგი, რომელიც მთელი ცხოვრება წვალებით შევაგროვე) გახარჯულია და გადატანილია რვა წუთის შუალედით (03:51-03:59) აჭარაბეთის ანგარიშზე. ვრეკავ ატირებული საქართველოს ბანკში, ასე მოხდა, გადაამოწმეთ რაიმე ხარვეზი ხომ არ არისთქო, ოპერატორი მიმოწმებს ანგარიშებს და მეუბნება – დიახ, სამწუხაროდ ნამდვილად გადარიცხულია თანხები აჭარაზე. ვთხოვ მითხრას, სად და ვის ანგარიშზე გადაირიცხა ჩემი!! დიახ ჩემი მთელი დანაზოგი. პასუხი – იცით, აჭარას მიმართეთ. ვრეკავ აჭარაში, უიმედოდ, მაგრამ მაინც, იმათმა პოლიციაში გადამამისამართეს. ჩემით, დამოუკიდებლად რაც გავარკვიე, აღმოჩნდა, რომ ვიღაც ტიპმა, რომელიც სხვისი ფულებით მდიდრდება, ჩემი სიმწრით შეკოწიწებული 10 000 ლარი ზუსტად 3 გაშვებაში გაუშვა “რულეტკაზე”, გადაათამაშა და წააგო. ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, ამ ტიპსაც ვპირდები, რომ ყველანაირი ხერხით ვეცდები ვიპოვო და სახეში მივაფურთხო, იმის გამო, რომ პრო*ი და არარაობაა, მაგრამ არც საქართველოს ბანკს დავაკლებ,მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი ჩვეულებრივი მომხმარებელი ფეხზე დამიკიდეს.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაზარალების საკითხი საქართველოს ბანკმა ფეხებზე დაიკიდა და შეხმიანებითაც კი არავინ შემხმიანებია დილამდე, სანამ თავად არ დავრეკე და შემდეგი კითხვით არ მივმართე – უკაცრავად, ამონაწერში რომ ჩანს რომ კაზინოსთან საქმე არასდროს მქონია და თუ რამე გასულა ჩემი ბარათიდან, 20 ლარის ფარგლებში იყო ყოველთვის, თქვენი უსაფრთხოების სამსახური რას აკეთებდა წუხელ, როცა ნახეთ, რომ 8 წუთში 10 000 ლარი “გავიტანე”, გეკითხათ, იქნებ გავგიჟდი და გაგიჟებული ვაკეთებდი ამასთქო. პასუხი სტანდარტული, ყველა ტრანზაქციაზე არ ვრეკავთო და რა ვიცით, თქვენ რომ არ ქენითო. მეც ამ კითხვას ვსვამ, როგორ არ დაინტერესდა არავინ და არავინ ჩათვალა ჩემი ტრანზაქციები ღამის 4ზე საეჭვოდ. ანუ ადამიანები ადარებენ კვირაში ერთხელ 20 ლარის გადატანას სადმე, თუნდაც აჭარაზე, 8 წუთში 10000 ლარის გადატანას 12 ტრანზაქციით. 8 წუთში! 10000 ლარი! და 12 ტრანზაქცია და მეუბნებიან, ყველა ტრანზაქციაზე ხომ არ შეგაწუხებთო. მესმის, რომ ვიყო პიროვნება, რომელსაც ამხელა ტრანზაქციები უფიქსირდება კაზინოში, (ან ზოგადად) არ დარეკონ და არ გაარკვიონ რა ხდება. მაგრამ როდესაც ამ თანხას მთელი სიცოცხლე ვაგროვებდი, არ ვიყავი მოთამაშე, ვითხოვ პასუხს, რატომ დამიკიდეს ფეხებზე. ხომ არის ერთ-ერთი უმსხვილესი და უსაფრთხო ბანკი საქართველოში, ხომ აქვთ პრეტენზია ბაზარზე ლიდერობაზე, რატომ არ აქვთ ისეთი თავდაცვის სისტემა, რომ ბარათი გაიფროდოს ამდენ სწრაფ დიდთანხიან ტრანზაქციაზე და თუ ნებით მინდა დახარჯვა, შემდეგ მომეცეს ამის უფლება, თუ იგივე ფუნქცია აქვს თიბისი ბანკს! ამავე პერიოდში ვარკვევ, რომ იმავე დროს, როცა მე დავზარალდი, ჩემი შეყვარებულის მეგობარს თიბისიდან 400 ლარი მოპარეს, თიბისი 3 წუთში რეკავს ამ პიროვნებასთან, აცნობს საკითხს, ეკითხება თავად გადარიცხა თუ არა, პასუხად იღებენ არას, ბლოკავენ ანგარიშს და დაკარგულ 400 ლარს უბრუნებენ ანგარიშზე. (აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ბარათი დაუზღვეველია და არანაირი პრივილეგიები არ გააჩნდა პატრონს).
პასუხი არ აქვთ კონკრეტულ კითხვაზე – თიბისიმ როგორ გაფროდა 400 ლარიანი ერთი ტრანზაქცია და ამათმა 12 ჯამში 10 000 ლარიანი. საქართველოს ბანკს მივწერე, ორშაბათ საღამომდე გაძლევთ გონივრული მოქმედების ვადას, ვინმემ დამირეკოს, ვისაც ბანკის პრესტიჟი აინტერესებს და მითხრას, ამიხსნას, რატომ ვერ შეძლო თქვენმა უსაფრთხო “ბანკმა” ჩემი, როგორც ჩვეულებრივი 22 წლის მოქალაქის დაცვა გაქურდვისგან და რატომ არავინ შემატყობინა არსებული სიტუაციის შესახებ, სანამ არ გავიღვიძე და თავად არ აღმოვაჩინე, ან როდესაც დავაფიქსირე, რომ გამქურდეს, დილით მაინც რატომ არავინ დამირეკა, იქნებ თავი მოვიკალი საერთოდთქო, ზუსტად 3-4 საათი ვრეკავდი და ვითხოვდი ვინმე კომპეტენტური დამიკავშირდეს და ამიხსნას, როგორ არ გაიფროდა ბარათითქო. (ზოგადად ყველა ნორმალურ კომპანიას, სადაც თანხის გახარჯვა ხდება, ითვლიან average spending-ს და ისე ახარისხებენ საეჭვო და არასაეჭვო ოპერაციებს) პარალელურად, ანგარიშზე ლარის გარდა მქონდა მცირე დოლარი და ევრო, რომელიც ისე დამიკონვერტირდა ლარში, აჭარას გამო!!! რომ არც ეს აღმოჩნდა ეჭვის მიზეზი. მოვითხოვე კომპენსაცია ბანკისგან, რომელიც მეკუთვნის და აუცილებლად დამიბრუნდებოდა ჩემი თანხა იმ შემთხვევაში, თუ ეს ფული თიბისი ბანკის სტანდარტულ ანგარიშზე მექნებოდა შენახული. როგორც ვხედავ, საქართველოს ბანკს ფეხებზე კიდია ეს საკითხიც.
ამ პოსტს უბრალოდ იმიტომ ვწერ, რომ მომავალში ჩემნაირი დაზადალებული ბევრი არ აღმოჩნდეს და კარგად დაფიქრდეს, სანამ თავის მთელ ცხოვრებას ანდობს ბანკს, რომელიც “მუდამ ხალხის სამსახურშია”.
მადლობა თიბისი ბანკს, რომელსაც ჩემთვის არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მთელი გულით მოეკიდნენ მეგობრის დაკარგულ 400ლარს და მაშინვე დაარევერსეს ტრანზაქცია.
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia ს, იცოდეთ, რომ ცხოვრების ნაწილი დამენგრა იმიტომ, რომ ჩემი ბევრი გეგმა ამ ფულზე იყო დამოკიდებული და ამაში დამნაშავის შემდეგ ყველაზე დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით. რომ გყავდეთ ნორმალური უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ღამე არ სძინავს, რომ გქონოდათ ნორმალური პროგრამა, რომელიც საეჭვო ანგარიშებს ფროდავს (როგორც ვთქვი, მსგავსი პროგრამები თითქმის ყველა კომპანიას აქვს, ისეთებსაც კი, სადაც საქმე არა თანხებს, არამედ შენაძენებზე დაგროვებულ ქულებს ეხება და ასეთი კომპანიებიც კი გაგებით ეკიდებიან მსგავს საკითხებს) რადგან აღმოჩნდა, რომ არა დაცული ბანკი, არამედ ჩვეულებრივი ფულის შემნახავი და ვერ დამცავი კანტორა ხართ.
ჩემი პოსტი არ ემსახურება არავის რეკლამას, უბრალოდ ხალხმა უნდა იცოდეს, ან ახლა გაიგოს, როგორ გააკეთოს რაციონალური არჩევანი და ვის ანდოს ფინანსები. მინიმუმ ისეთ ბანკს მაინც, ბანკის ფუნქციას რომ ასრულებს და ტრანზაქციებს ამოწმებს, როგორც თიბისი. მადლობა და გისურვებთ, ოდესმე ისე გაკოტრებულები გნახოთ, როგორც 4 ივლისს მე ვიყავი, 17 ლარით დარჩენილი.
პ.ს როგორც გითხარით, კომპეტენტური პირისგან პასუხი მოვითხოვე, ბარათის გაფროდვასთან დაკავშირებით, რა კრიტერიუმით არ ჩაითვალა ჩემი ტრანზაქციები საეჭვოდ. 5 დღის თავზე ბანკი ამ ჩემივე შეკითხვასთან ისეთივე შორს მდგომ პასუხს მიგზავნის, როგორ შორსაც ახლა ჩვენგან ამერიკაა. როგორც ჩანს, ამ ბანკში მომუშავე პირებს წაკითხულის გააზრების უნარიც ისეთივე შორს აქვთ, როგორც ტრანზაქციების კონტროლის ფუნქცია.
რადგან ვიღაცებს გეეჭვებოდათ, როგორ არ მომსვლია სმს კოდები, აქ არის ბატონო ტრანზაქციები დროებით და თავად ნახეთ, 1 წუთში ვერანაირად ვერ მოვასწრებდი 7000ლარის გატანას + თავისი კოდების შეყვანით. გმადლობთ.
და კიდევ ერთი, ამ ტიპს ზუსტი თანხა არ სცოდნია, რამდენი მქონდა ანგარიშზე, დაიწყო 50-ით, მერე მოამატა და ბევრი რომ აღარ დამრჩა, მერე ისევ დააკლო, ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა, როგორ დამრჩა პირობითად 50 ლარი, მაგრამ ვიღაცამ 300 სცადა, ან დამრჩა 1000, მაგრამ კიდევ ერთი 2000 სცადა, სანამ დააკლებდა “კუშებს”. ეს მაინც უნდა ეეჭვა ბანკს, რომ თუ მე გამქონდა ჩემი კუთვნილი თანხა, ის მაინც მეცოდინებოდა ზუსტად, რამდენი მქონდა ანგარიშზე და გარტყმებს არ დავიწყებდი.“– წერს რუსკა აბუაშვილი.