საქართველოს ბანკზე თავდასხმის ახალი დეტალები

ცნობილი ხდება გლდანში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე მომხდარი თავდასხმის დეტალები. სამი ნიღბიანი ბანკში 10:30 საათზე შევიდა. ორ წუთში კი ბანკის დატოვება მოუწიათ, რადგან ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. თავდამსხმელებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.
ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა სუბარის მარკის ავტომანქანა გუშინ საღამოს გაიტაცეს და ორი ადამიანი – ორი სუბარუს მარკის ავტომანქანის პატრონი ახალგაზრდა ქალი და 30 წლის მამაკაცი მძევლად აიყვანეს. ბანკის გასაძარცვადაც სწორედ ამ მანქანით მივიდნენ. მამაკაცის ახლობლების ინფორმაციით გამტაცებლებს ის მთელი ღამე ტყეში ყავდათ. სადაც ხელფეხშეკრულმა ღამე მანქანის საბარგულში გაატარა. ქალმა კი მანქანის სალონში. თავდამსხმელებმა მამაკაცი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ჩამოსვეს, ბანკის შენობასთან კი მეორე მძევალთან, ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდნენ. სწორედ მისი გამოყენებით დატოვეს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაც პოლიციასთან ორმხრივი სროლის შემდეგ. შემდეგ კი გოგონა ქერჩის ქუჩაზე დატოვეს.მძევლები პოლიციამ უკვე გამოკითხა.
მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.პოლიციას თავდამსხმელები ჯერ არ დაუკავებია.