საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.
სებ-ის ინფორმაციით, მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა.
ახალი საკოლექციო მონეტები გაყიდვა 2019 წლის 29 აგვისტოდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში. ასევე ონლაინ მაღაზიაში.
მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. აღნიშნული საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული მონეტების დიზაინის თვალსაზრისით. მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლის მონეტაზე გამოყენებულია ფერი.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მორაგბე ბურთით ხელში, ბორჯღალი – საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო; რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე, “2019” და “5 ლარი”.
რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის – ლელობურთის საწყისი მომენტი – ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები; წარწერები “ლელო”, “LELO”, “Georgia”, “საქართველო”.