პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.
მეგაშოუს გამარჯვებულის გამოვლენა მაყურებლის ხმებზე იყო დამოკიდებული. პირველი არხის მაყურებლებმა გამარჯვებული სატელეფონო ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ფეისბუქმესიჯებით გამოავლინეს.
“საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტები იყვნენ ლიზა კალანდია, ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე და გიორგი ფრუიძე. მათ შორის მაყურებლის ყველაზე მეტი ხმა ოთო ნემსაძემ მოაგროვა.
პროექტი “პირველ არხზე” 5 იანვარს დაიწყო. ევროვიზია 2019 მაისში ისრაელში გაიმართება.