საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საფოსტო მარკის გამოსახულებას აქვეყნებს, ბახტაძე ამით ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეხმაურება სადაც წერს:
“დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა საიუბილეო მარკა.
ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე!”