“საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერში“ დაწერა.
„ჩვენ ვუერთდებით ძალისხმევას ჩვენი პლანეტის გადასარჩენად და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონისთვის”-წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამაზონის ტყეში მასშტაბურ ხანძარს უკვე მესამე კვირაა ვერ აქრობენ. ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული.