საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის (IIHF World Championship Division II) B ჯგუფში წარმატებით იასპარეზეს და მომავალ წელსაც იმავე დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ქართველებმა მეხიკოს Santa Fe Ice Rink-ზე სადაც დებიუტანტები იყვნენ, ორ მატჩში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
ქართველმა ჰოკეისტებმა სულ 5 თამაში ჩაატარეს. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო მატჩი ისლანდიასთან, სადაც ქართველები 3:0 მარცხდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მეტოქეს 6:3 სძლიეს. საბოლოო ჯამში, 2-5 ბალანსით საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მეოთხე ადგილს დასჯერდა, რაც დებიუტისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. A ჯგუფის გამარჯვებული ისრაელის ნაკრები გახდა, რომლებმაც ამ გამარჯვებით პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.