საქართველოს ნაკრები რაგბიში შოტლანდიასთან ანგარიშით 10:44 დამარცხდა. შეხვედრა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა.
თამაში სტუმრების უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე, ზუსტი საჯარიმო დარტყმის შედეგად, ანგარიში 0-3 გახდა. ამას მე-11 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო მოჰყვა, შემდეგ კი, მე-13 და მე-19 წუთებზე, შოტლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ტაიმის შუალედში ანგარიში უკვე 0-20 იყო სტუმართა სასარგებლოდ.
პირველი ტაიმში ბორჯღალოსნები შოტლანდიასთან 3:23 დამარცხდნენ. მეორე ტაიმში, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც მასპინძლებმა ლელოთი უპასუხეს და ანგარიში 10-30 გახდა.
ამის შემდეგ, შოტლანდიელებმა ანგარიშის გაზრდა კიდევ ორჯერ მოახერხეს და ანგარიში 10:44 გახდა. საბოლოოდ მატჩი შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის ბოლო წუთები ბორჯღალოსნებმა შეტევაში გაატარეს, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხეს.